Accessibility links

logo-print

რუსეთი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს „სამოქალაქო ომად“ მიიჩნევს


რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მიიჩნევს, რომ „უკრაინა ნამდვილ სამოქალაქო ომში ჩაეფლო.“ რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა ამაზე ისაუბრა მოსკოვში, სადაც 23 მაისს საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის დელეგატებს შოიგუმ ისიც უთხრა, რომ „უკრაინის არასტაბილურობის სათავეს იღებს ევროპიდან“, ხოლო პრობლემა ე.წ. „ფერადი რევოლუციებმა“ წარმოშვეს. შოიგუს თანახმად, ანალოგიური ვითარებაა ვენესუელაში, „სადაც ლეგიტიმურ მთავრობას წინააღმდეგობა უწვეს ე.წ დემოკრატიული ოპოზიცია, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება.“ უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია მოსკოვში მესამედ ტარდება. ამჯერად უკრაინის საკითხში დაპირისპირების გამო, ნატოს წარმომადგენლებმა უარი თქვეს კონფერენციაში მონაწილეობაზე.
XS
SM
MD
LG