Accessibility links

საკონსტიტუციო სასამართლოზე გიგი უგულავას სარჩელი დაკმაყოფილდა


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა გიგი უგულავას სარჩელი, რომელიც მის უფლებამისილების შეჩერებას უკავშირდებოდა. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ”საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას”. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო. სასამართლო განაჩენის გამოცხადებას თბილისის უფლებამოსილება შეჩერებული მერი, გიგი უგულავაც მხარდამჭერებთან ერთად ესწრებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფები ტაშით შეხვდნენ. გიგი უგულავა დედაქალაქის მერის თანამდებობიდან თბილისის საქალაქო სასმართლომ გაათავისუფლა.
XS
SM
MD
LG