Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეხ ვალენსა უკრაინის ევრომაიდნის ლიდერებს აკრიტიკებს


პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი აკრიტიკებს უკრაინის პროევროპული მაიდნის საპროტესტო მოძრაობის ლიდერებს, რომლებმაც, ლეხ ვალენსას თქმით, უარი თქვეს ყოფილ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე და ამით რუსეთს ინტერვენციის საბაბი მისცეს. 23 მაისს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ვალენსამ აღნიშნა, რომ „მაიდნის საპროტესტო მოძრაობამ ბრძოლის არასწორი გზა აირჩია“. ამასთან პოლონეთისა და „სოლიდარობის“ მოძრაობის ყოფილმა ლიდერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ევროპა არასოდეს უნდა შეეგუოს რუსეთის ინტერვენციას უკრაინაში და ყირიმის ანექსიას. „ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით იმას, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააკეთა და რის გაკეთებასაც განაგრძობს.“
XS
SM
MD
LG