Accessibility links

logo-print

ალყაში მოხვედრილ უკრაინის მოხალისეთა ბატალიონ „დონბასს“ დანაკარგი აქვს


უკრაინული მედიის თანახმად უკრაინის მოხალისეთა ბატალიონმა „დონბასმა“, რომელიც დონეცკის სოფელ კარლოვკასთან სეპარატისტთა ალყაში მოჰყვა, სულ მცირე ერთი მებრძოლი დაკარგა. იუწყებიან, რომ ქვედანაყოფის 20 ჯარისკაცი დაჭრილია, რამდენიმე კი სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს. უკრაინის „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერმა დმიტრი იაროშმა ფეისბუკით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად ბატალიონ „დონბასის“ გამოსვლას ალყიდან მისი ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაციის წევრები დაეხმარნენ. იაროშის თანახმად, დაღუპულები და დაჭრილები ჰყავს „მემარჯვენე სექტორსაც“.
XS
SM
MD
LG