Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთი პატივისცემით მოეკიდება უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს


რუსეთი პატივისცემით მოეკიდება უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. რუსეთის ლიდერის თქმით, რუსეთი ხედავს და ესმის, რომ უკრაინელ ხალხს სურთ გაჭიანურებული კრიზისიდან გამოსვლა. თუმცა, ამის გაკეთება უფრო გონივრული იქნებოდა იმ შეთანხმებით, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და ოპოზიციის ლიდერებმა მიაღწიეს და რომელიც ახალი კონსტიტუციის მიღებას და მის საფუძველზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ფორმირებას ითვალისწინებდა. პეტერბურგის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ვითარების მოწესრიგების შემდეგ, მოსკოვი და ვაშინგტონიც შეძლებენ ურთიერთობის ნორმალიზებას.
XS
SM
MD
LG