Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობმა ლეონადრო დი კაპრიოსთან ერთად კოსმოსში მოგზაურობისათვის 700 მილიონ ევრო გადაიხადა


პირმა, რომელიც აუქციონში მონაწილოება, 700 ათასი ევრო გადაიხადა ლეონარდო დი კაპრიოსთან ერთად კოსმოსში მოგზაურობისათვის. ჰოლივუდის ვარსკვლავთან ერთად კოსმოსში მოგზაურობის თაობაზე აუქციონი საფრანგეთის ქალაქ კანში საერთაშორისო კინოფესტივალის მსვლელობის დროს გაიმართა. და მასში 22 მაისს ასობით ვარსკვლავი ღებულობდა მონაწილებას. უცნობია იმ პირის ვინაობა, რომელმაც აუქციონში გაიმარჯვა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ლეონარდო დი კაპრიოსთან ერთად კოსმოსში მოგზაურობის უფლება აუქციონზე გამოდის. ამისათვის შარშან რუსმა ბიზნესმენმა ვასილი კლიკუნმა 1.5 მილიონი ევრო გადაიხადა. თუცა, უცნობია გაიმართება თუ არა ოდესმე კომერციული კომპანია „ვირგინ გალაკტიკის“ მფლობელობაში არსებული კოსმოსური ხომალდით მოგზაურობა, რადგან საფრენი აპარატი ჯერ კიდევ შემოწმებას გადის.
XS
SM
MD
LG