Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარიალის ხეობაში მიაგნეს ერთ-ერთი დაკარგულის გვამს


საქართველოში, დარიალის ხეობაში მიაგნეს 17 მაისს მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ ერთ-ერთი დაკარგულის გვამს. ჯერ არ დაუდგენიათ მისი ვინაობა. ამჟამად დაკარგულად ითვლება კიდევ ხუთი ადამიანი, რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოკვლევამ დაადგინა, რომ მეწყრის შემდეგ დაკარგული იყო ექვსი და არა შვიდი ადამიანი, როგორც თავიდან აცხადებდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გვამი აღმოაჩინეს დარიალის ხეობაში საავტომობილო გზაზე მეწყრის შედეგად ჩამოშლილი ქანობის მასის ქვეშ მოყოლილ სატვირთო ავტომანქანაში. იუწყებიან ასევე, რომ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას სტიქიური უბედურების ადგილზე.
XS
SM
MD
LG