Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის რეგიონში ძალადობას მსხვერპლი მოჰყვა


სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა ტაჯიკეთის აღმოსავლეთში, მთიანი ბადახშანის რეგიონში, უშიშროების ძალების შტაბბინაზე წუხელ მიტანილი იერიშის შედეგად. რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური იუწყება, რომ რეგიონის დედაქალაქ ხორუგში ეროვნული უშიშროების უწყების შენობაზე იერიში დემონსტრანტების ჯგუფმა მიიტანა, რასაც მოჰყვა სროლა. ხორუგის ცენტრში საპროტესტო გამოსვლები 21 მაისს დაიწყო, როცა ნარკოტიკების კონტრაბანდაში ეჭვმიტანილებსა და პოლიციას შორის სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი დაიჭრა. იმ სროლის შედეგად დაჭრილი პირი წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა, რასაც მოჰყვა კიდეც შეტევა უშიშროების ძალების შენობაზე. თვითმხილველთა ინფორმაციით, ერთ-ერთმა დემონსტრანტმა შენობას ხელყუმბარა ესროლა, სხვებმა ცეცხლი გახსნეს. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტაჯიკეთის მთავრობა მყარად ვერ აკონტროლებს ხორუგს და მთიანი ბადახშანის რეგიონს, რომელიც ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდით და გასამხედროებული ჯგუფებით არის ცნობილი.
XS
SM
MD
LG