Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდებას „უკრაინელი რადიკალები“ უქმნიან საფრთხეს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ენერგეტიკის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს უთხრა, რომ რუსეთს აშფოთებს „უკრაინელი რადიკალების“ მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდებისთვის შექმნილი საფრთხე. ამის შესახებ მან სანკტ-პეტერბურგში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა და თქვა „არ უარვყოფ, რომ სერიოზულად ვართ შეშფოთებულიო“. პუტინი ასევე გამოეხმაურა მოწოდებებს ევროპის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირების შესახებ - მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის ასრულებდა კონტრაქტებით დაკისრებულ მოვალეობებს ევროპისთვის გაზის მიწოდების პროცესში და „ხმამაღალი განცხადებები“ რუსეთის ენერგიის მოხმარების შემცირებაზე „სულელურია“. პუტინის განცხადებით, რუსეთისთვის ცნობილია ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის თაობაზე ევროპის გეგმა, თუმცა გაზის აშშ-დან იმპორტი ევროპას უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე რუსეთის გაზის შესყიდვა.
XS
SM
MD
LG