Accessibility links

logo-print

რუსეთის განცხადებით, უკრაინის საზღვრებიდან ჯარის გამოყვანას შესაძლოა კვირები დასჭირდეს


რუსეთის სამხედრო უწყების ოფიციალური პირების განცხადებით, მათ დაპირებას, რომ უკრაინის საზღვრებიდან გაიყვანენ 40,000-მდე სამხედროს, შესაძლოა კვირები დასჭირდეს შესასრულებლად. მათი განცხადებით, ჯარის გაყვანა სავარაუდოდ მაშინ დასრულდება, როცა 25 მაისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართებოდა, თუკი პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას - ანუ 15 ივნისს. აშშ-ის და ევროპის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საზღვრებთან რუსეთის ჯარის ყოფნა არჩევნების დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, რადგან ამით აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების შეგულიანება ხდება სამთავრობო ძალებთან საბრძოლველად. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამჯერ განაცხადა, რომ საზღვრისპირა რეგიონებიდან სამხედროების სრული გამოყვანის ბრძანება გასცა. პენტაგონმა 23 მაისს დაადასტურა სამხედროთა მცირე მასშტაბის გადაადგილება, თუმცა განაცხადა, რომ სრული გაყვანის დასადასტურებლად ჯერ ძალიან ადრეა.
XS
SM
MD
LG