Accessibility links

დარიალის ხეობაში მეწყრის შედეგად კიდევ ორი დაღუპული იპოვეს


დარიალის ხეობაში 17 მაისს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაკარგული ექვსი პირიდან მაშველებმა ორი ადამიანის გვამს მიაგნეს, რამაც მსხვერპლის რაოდენობა სამამდე გაზარდა. შსს-ის წარმომადგენელთა განცხადებით, წინასწარი ვარაუდით, ორივე დაღუპული რუსეთის მოქალაქეა. გასულ შაბათს, მომხდარიდან რამდენიმე საათში მაშველებმა მანქანიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე ამოიყვანეს, რომელიც მეორე დღეს გარდაიცვალა. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ სულ ცოტა შვიდი ადამიანი იყო დაკარგული, თუმცა შსს-მ 23 მაისს განაცხადა, რომ დაკარგულთა რიცხვი ექვსს უტოლდება. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 23 მაისს განაცხადა, რომ მეწყრის მიერ დაზიანებული გაზსადენი აღდგენილია და რუსეთის გაზის სომხეთისთვის მიწოდება განახლდა. თუმცა, სააგენტო სივილ ჯორჯიას ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს და რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე, რომლის ერთი მონაკვეთიც ასევე მეწყერმა გაანადგურა, კვლავ შეწყვეტილი რჩება.
XS
SM
MD
LG