Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაცენიუკი ამომრჩევლებს „უკრაინის დაცვისკენ“ მოუწოდებს


უკრაინის პრემიერ-მინისტრი, არსენი იაცენიუკი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს მონაწილეობა მიიღონ 25 მაისს დანიშნულ არჩევნებში და ამით „უკრაინა დაიცვან“. 24 მაისს გავრცელებულ განცხადებაში იაცენიუკმა უკრაინელებს უთხრა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მათი მოვალეობაა, მიუხედავად „უცხოეთიდან დაფინანსებული ბანდიტების მუქარისა“, რომ არჩევნებს ხელს შეუშლიან. ქვეყნის აღმოსავლეთში პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები აცხადებენ, რომ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში არ დაუშვებენ არჩევნების გამართვას. კვლავ ვრცელდება ცნობები შეტაკებების შესახებ მთავრობის ძალებსა და სეპარატისტებს შორის, რომლებმაც აღმოსავლეთში მათი „სახალხო რესპუბლიკები“ გამოაცხადეს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 23 მაისს განაცხადა, მოსკოვი არჩევნების შედეგებს „პატივისცემით მოეკიდებაო“, თუმცა დასძინა, რომ უკრაინა ქაოსის და სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის გზას ადგას.
XS
SM
MD
LG