Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოსა და მის მოქალაქეებს. 24 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „პრეზიდენტ ობამასა და შეერთებული შტატების ხალხის სახელით, ვულოცავ საქართველოს ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ დაამყარეს ღრმა და დინამიკური ურთიერთკავშირი, რომელიც დემოკრატიული ფასეულობების ერთგულებას ეფუძნება.“ შემდეგ ჯონ კერი კმაყოფილებას გამოთქვამს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პროგრესის გამო და დასძენს, რომ რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, აშშ განაგრძობს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას და ადასტურებს, რომ კვლავინდებურად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „განსაკუთრებით მტკიცეა ჩვენი პარტნიორობა უშიშროების სფეროში“, - ვკითხულობთ შემდგომ განცხადებაში. – „ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენი იმ სამხედროების ერთგულებას, რომლებიც ავღანეთსა და სხვა მისიებში მსახურობენ, რათა ხელი შეუწყონ უფრო მშვიდობიანი და განვითარებული მსოფლიოს აშენებას.“ „ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს და იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება“, წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შაბათს, ვაშინგტონში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG