Accessibility links

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება


საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს უკრაინაში, სადაც პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები აღმოსავლეთის ორი რეგიონის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. გავრცელებული ცნობებით, დასავლეთ უკრაინაში ამომრჩევლის აქტივობა მაღალია, თუმცა აღმოსავლეთში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში საარჩევნო უბნების უმეტესობა დახურული რჩება. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, არსენი იაცენიუკი აცხადებს, რომ ეს არჩევნები აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზაციისკენ პირველი ნაბიჯი იქნება. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა დაპირებით, რომ ითანამშრომლებს უკრაინის ახალ ადმინისტრაციასთან. კიევი მოსკოვს სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. უკრაინის ლიდერობისთვის თვრამეტი კანდიდატი იბრძვის. გამოკითხვების თანახმად, ლიდერობს მილიარდერი, ტკბილეულის მეწარმე პეტრო პოროშენკო, თუმცა არ აქვს პირველივე რაუნდში გამარჯვებისთვის საჭირო აბსოლუტური უმრავლესობა. პოროშენკოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იულია ტიმოშენკოს აქვს.
XS
SM
MD
LG