Accessibility links

ეგზიტ პოლებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრო პოროშენკომ გაიმარჯვა


პეტრო პოროშენკო

პეტრო პოროშენკო

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტ პოლების თანახმად, პირველ რაუდში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის და შესაბამისად არჩევნებში გამარჯვების მოპოვება შესძლო მილიარდერმა, ტკბილეულის მეწარმე პეტრო პოროშენკომ.

პირველმა ეგზიტ პოლმა პოროშენკოს ხმათა 55.9 პროცენტი მიანიჭა, რაც მნიშვნელოვნად უსწრებს წინ მეორე ადგილზე გასული ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს მაჩვენებელს - 12.9 პროცენტს. თუ ეგზიტ პოლის მაჩვენებელს არჩევნების ოფიციალური შედეგიც დაადასტურებს, ქვეყანას აღარ დაჭირდება მეორე ტურის ჩატარება მომავალ თვეში. ეროვნული ეგზიტი პოლის ცდომილება 3.5 პროცენტია. ეგზიტ პოლი ჩაატარეს დემოკრატიული ინიციატივის კონსორციუმმა, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა და რაზუმკოვის ცენტრმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კვლევებში.

უკრაინის ტელევიზიის დაკვეთით შესრულებულმა სხვა ეგზიტ პოლმა პოროშენკოს 57.3 პროცენტი მიაკუთვნა, ხოლო ტიმოშენკოს - 12.4 პროცენტი. პრომოსკოვურად განწყობილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობიდან სამი თვის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა მაღალი იყო, აღმოსავლეთის ორი რეგიონის გამოკლებით, რომლებსაც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG