Accessibility links

logo-print

ბელგიის პოლიცია ებრაულ მუზეუმზე თავდამსხმელს ეძებს


ბელგიის პოლიცია ეძებს შეიარაღებულ პირს, რომელმაც 24 მაისს ბრიუსელში, ებრაულ მუზეუმზე მიიტანა იერიში და სამი ადამიანი მოკლა. ოფიციალური პირების ცნობით, მოკლულებს შორის ორი ისრაელის მოქალაქეა და ერთი საფრანგეთის. მძიმედ დაიჭრა ერთი ბელგიელი. პროკურატურის ინფორმაციით, თავდამსხმელი სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა და წინასწარ კარგად იყო მომზადებული. პროკურატურის ცნობით, ჯერჯერობით ადრეა იმის თქმა, თავდასხმა ტერორისტულ აქტს წარმოადგენდა, თუ ანტისემიტურს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრად დაგმო თავდასხმა და განაცხადა, რომ ის „ებრაელების და მათი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივი წაქეზების შედეგია“. ინციდენტის ფონია ბელგიაში მიმდინარე ეროვნული და ევროკავშირის პარლამენტის არჩევნები.
XS
SM
MD
LG