Accessibility links

კიევში საარჩევნო უბნებთან გრძელი რიგებია


საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს უკრაინაში, სადაც პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები აღმოსავლეთის ორი რეგიონის დიდ ნაწილს აკონტროლებენ და არჩევნებს წინაღობას უქმნიან. დედაქალაქ კიევში ზოგიერთ საარჩევნო უბანთან ამომრჩევლის გრძელი რიგები იდგა, თუმცა აღმოსავლეთში, დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში, საარჩევნო უბნების დიდი ნაწილი დახურული რჩება. დონეცკში სეპარატისტებმა დემონსტრაციულად დაამტვრიეს საარჩევნო ყუთები. კიევის ერთ-ერთ უბანზე ხმის მიცემის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რუსეთის და რუსეთის მიერ დაფინანსებული ტერორისტების ყველა მცდელობა ჩაშალონ დღევანდელი არჩევნები მარცხისთვისაა განწირულიო. უკრაინის ლიდერობისთვის თვრამეტი კანდიდატი იბრძვის. გამოკითხვების თანახმად, ლიდერობს მილიარდერი, ტკბილეულის მეწარმე პეტრო პოროშენკო, თუმცა არ აქვს პირველივე რაუნდში გამარჯვებისთვის საჭირო აბსოლუტური უმრავლესობა. პოროშენკოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იულია ტიმოშენკოს აქვს.
XS
SM
MD
LG