Accessibility links

logo-print

პოლონეთის მედია ვოიცეხ იარუზელსკის გარდაცვალებას იუწყება


პოლონეთის მედიის თანახმად, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლონეთის უკანასკნელი კომუნისტი ლიდერი, გენერალი ვოიცეხ იარუზელსკი, რომელიც თავის დროზე უშედეგოდ შეეცადა ჩაეხშო „სოლიდარობის“ მოძრაობა. იარუზელსკი პოლონეთს სათავეში ედგა 1981 წლიდან, როცა მან კომენდანტის საათი გამოაცხადა და საბჭოთა ბლოკის პირველი დამოუკიდებელი პროფკავშირის ლიდერის, ლეხ ვალესას დაპატიმრების ბრძანება გასცა. ორი წლის შემდეგ მან კომენდატის საათი გააუქმა, 1989 წელს კი მზარდმა მღელვარებამ იძულებული გახადა სოლიდარობასთან მოლაპარაკება გაემართა. შემდგომში ის გახდა პირველი კომუნისტი ლიდერი, რომელმაც ნახევრად თავისუფალი არჩევნების გამართვაზე განაცხადა თანხმობა. იარუზელსკი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.
XS
SM
MD
LG