Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ უკრაინის აღმოსავლეთში მოკლეს იტალიელი ჟურნალისტი და მისი რუსი თანაშემწე


გავრცელებული ცნობებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მოკლეს იტალიელი ფოტოჟურნალისტი და მისი რუსი თანაშემწე. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანდრეა როკელი სავარაუდოდ 24 მაისს მოკლეს, ქალაქ სლავიანსკთან ახლოს, სადაც პრო-რუსულად განწყობილი ძალები უკრაინის სამთავრობო არმიას ებრძვიან. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ჟურნალისტის გვამი საავადმყოფოშია, სადაც ოფიციალური იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. იუწყებიან, რომ ჟურნალისტი და მისი თანაშემწე ნაღმსატყორცნით გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლნენ. იტალიის საგარეო უწყება უკრაინის ხელისუფლებას სთხოვს შეისწავლოს თავდასხმა, რომელსაც ანდრეა როკელი ემსხვერპლა. რუსეთში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ჩერკასოვმა რუსეთის დაღუპულ მოქალაქეში ანდრეი მირონოვი ამოიცნო. ჩერკასოვის თქმით, მირონოვი საბჭოთა პერიოდის დისიდენტი იყო.
XS
SM
MD
LG