Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო აცხადებს, რომ არჩევნებში გაიმარჯვა


უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ აცხადებს მილიარდერი, ტკბილეულის მეწარმე პეტრო პოროშენკო, მას შემდეგ, რაც არჩევნების ეგზიტ პოლებმა მას ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა და შესაბამისად არჩევნებში გამარჯვება მიაკუთვნა. ეგზიტ პოლის შედეგების გამოცხადებიდან ცოტა ხანში სიტყვით გამოსვლისას პოროშენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის რანგში მისი მისია იქნება „ომის დასრულება და მშვიდობის დამყარება“ და დასძინა, რომ პირველ ტურნეს ჩაატარებს პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთის რეგიონებში. ამასთან, პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა არასოდეს აღიარებს ყირიმის რეფერენდუმს და „ყირიმის ოკუპაციას“. პოროშენკომ დასძინა, რომ უკრაინელებმა „ევროპული ინტეგრაციის“ გზა აირჩიეს. პოროშენკოს მთავარმა მეტოქემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ დამარცხება აღიარა. ორმა სხვადასხვა ეგზიტ პოლმა პოროშენკოს ხმების 55.9 და 57.3 პროცენტი მიაკუთვნა, ტიმოშენკოს - 12.9 და 12.4 პროცენტი. თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოუთმენლად ელის უკრაინის ახალ ლიდერთან თანამშრომლობის დაწყებას.
XS
SM
MD
LG