Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ავღანეთში ჩავიდა ამერიკელი სამხედროების მოსანახულებლად


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ავღანეთში ჩავიდა, ამ ქვეყანაში მომსახურე ამერიკელი სამხედროების მოსანახულებლად. როგორც ვარაუდობენ, ბაგრამის საჰაერო ბაზაზე ობამა მხოლოდ რამდენიმე საათს დაჰყოფს. აშშ-ის ოფიციალური პირების ინფორმაციით, იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესში არ ჩაერიოს, ობამა არ გეგმავს შეხვედრას ავღანეთის პრეზიდენტთან, ჰამიდ კარზაისთან - რომელიც პოსტს მალე დატოვებს. ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური14 ივნისს არის დანიშნული. ობამა განიხილავს წვრთნების და კონტრტერორისტული მისიების ჩატარების მიზნით ავღანეთში აშშ-ის მცირე კონტინგენტის დატოვების პერსპექტივას მიმდინარე წლის შემდეგ, როცა ქვეყნიდან თავიანთ ძირითად ძალებს გაიყვანენ აშშ და ნატო. კარზაიმ უარი განაცხადა ხელი მოეწერა უსაფრთხოების შეთანხმებაზე, რომელიც აშშ-ის კონტინგენტის დატოვების უფლებას მისცემდა. კანდიდატები, რომლებიც პრეზიდენტის პოსტზე კარზაის შესაცვლელად იბრძვიან, აცხადებენ, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერენ.
XS
SM
MD
LG