Accessibility links

logo-print

ბელგიის პოლიცია ეძებს ებრაულ მუზეუმზე თავდამსხმელს


ბელგიის პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს პირს, რომელიც ეჭვმიტანილია ბრიუსელში ებრაულ მუზეუმზე თავდასხმაში. ამ თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი კვირას ოთხამდე გაიზარდა. თავდასხმის გამო ქვეყანაში გაძლიერდა ანტი-ტერორისტული ზომები. პოლიციის მიერ გავრცელებული, თავდასხმის ამსახველი ვიდეო აჩვენებს ათლეტური აღნაგობის მამაკაცს, თავზე კეპით, რომელიც შედის ებრაულ მუზეუმში და კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური იარაღით ხსნის ცეცხლს. შემდეგ ის თავდასხმის ადგილს ტოვებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. პროკურატურის ინფორმაციით, პირი, რომელმაც სახეში და ყელში გასროლით მოკლა ისრაელელი ტურისტი წყვილი, ფრანგი ქალი და ბელგიელი კაცი, „სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა, შეიარაღებული და კარგად მომზადებული იყო“. მეოთხე მსხვერპლი, ბელგიელი მამაკაცი, 25 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრად დაგმო თავდასხმა და განაცხადა, რომ ის „ებრაელების და მათი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივი წაქეზების შედეგია“. თავდასხმა მყისიერად დაგმო ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ელიო დი რუპომ.
XS
SM
MD
LG