Accessibility links

logo-print

უკრაინის ცესკოს ნაწილობრივი მონაცემებით, პოროშენკოს მიღებული აქვს ხმების 54,8%


სააგენტო „უნიანი“ უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ 26 მაისის დილის 5 საათისთვის კომისიას დამუშავებული ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების 10,17%. ამ მონაცემების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პოროშენკოს ხმების 54,8% აქვს მიღებული, ტიმოშენკოს - 13,24%, ოლეგ ლიაშკოს - 8,5%, ანატოლი გრიცენკოს - 5,55%, სერგეი ტიჰიპკოს - 4,74%. ეს მონაცემები საარჩევნო უბნების ოქმების 10,17%-ის დამუშავებით არის მიღებული. 26 მაისის დილის მონაცემებით, დათვლილია 1 მილიონ 690 ათას 196 ამომრჩევლის ხმა.
XS
SM
MD
LG