Accessibility links

უკრაინის ცესკო: ამომრჩეველთა აქტიურობა 60%-ზე მეტი იყო


უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა. კიევისა და უკრაინის დასავლეთ ნაწილში, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გრძელი რიგები იყო. ხელისუფლება აცხადებს, რომ კიევის რაიონში ამომრჩეველთა აქტიურობა 68,5% იყო, ლვოვის რაიონში კი - 76%-ზე მეტი. დონეცკის სეპარატისტულ რეგიონში საარჩევნო უბნების მხოლოდ ნაწილი გაიხსნა და არც ერთი უბანი არ ყოფილა თავად ქალაქ დონეცკში. სეპარატისტებმა იქ საჯაროდ გაანადგურეს საარჩევნო ყუთები. აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლში 216-დან 202 საარჩევნო უბანი მუშაობდა. ოფიციალური ინფორმაციით, მეზობელ ლუგანსკის რაიონში 12-დან მხოლოდ 2 საარჩევნო ოლქში ჩატარდა არჩევნები.
XS
SM
MD
LG