Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის არჩევნებით პოზიციებს იმყარებენ რადიკალური პარტიები


ევროპარლამენტის არჩევნებში პოზიციებს იუმჯობესებენ რადიკალური - როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე პარტიები. ევროკავშირის პარლამენტში მეტ ადგილს დაიკავებენ დეპუტატები, რომლებიც უფრო კეთილგანწყობილი არიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ, ვიდრე ძირითადი პარტიების წარმომადგენლები. ოფიციალური პროგნოზით, ევროპარლამენტის 22-25 მაისის არჩევნების შედეგად, რადიკალური ტიპის პარტიები თითქმის გააორმაგებენ თავიანთ წარმომადგენლობას და 120-დან 140-მდე მანდატს მიიღებენ. ევროპარლამენტის არჩევნებზე ჩატარებული ეგზიტ პოლების თანახმად, რადიკალურმა მემარჯვენე ან მემარცხენე პარტიებმა მოიპოვეს ლიდერობა: საფრანგეთში, საბერძნეთსა და დანიაში. რადიკალური პოლიტიკური ძალების მიერ კარგ შედეგებს ელიან ავსტრიასა და ბრიტანეთში. გასული ღამის ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული ფრონტის“ შედეგი, რომელიც სავარაუდოდ, 24 ადგილს დაიკავებს ევროპარლამენტში. 2009 წელს მან სულ სამი მანდატის მოპოვება შეძლო. ევროპარლამენტის წინა არჩევნებთან შედარებით 43%-დან 43,1%-მდე გაიზარდა ამომრჩეველთა აქტიურობა. 1979 წლიდან 2009 წლის ჩათვლით, ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა აქტიურობა მხოლოდ კლებულობდა.
XS
SM
MD
LG