Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნებია


26 მაისს ეგვპიტეში ტარდება პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, როცა ქვეყნის პირველი, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი გადააყენეს პოსტიდან. 26 მაისის არჩევნებში გამარჯვებას მურსის ჩამომგდებს - არმიის ყოფილ სარდალ აბდელ ფატა ალ-სისის უწინასწარმეტყველებენ. სამხედრო ამბოხის შემდეგ, უკიდურესად შეავიწროვეს მუჰამედ მურსის „მუსულმანთა საძმო“ - ასეულობით დახოცეს, ათასობით წევრი კი დააპატიმრეს. „მუსულმანთა საძმოს“ ათასზე მეტ წევრს სიკვდილი მიუსაჯეს სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის - ძალადობის გაღვივებისთვის. სისის მხარდამჭერები თვლიან, რომ მათ ლიდერს შეუძლია ეგვიპტის პრობლემების მოგვარება. ამ პრობლემებს შორისაა - ენერგოკრიზისი და ძალადობა, რამაც ეგვიპტე ნაკლებად მიმზიდველი გახადა როგორც ინვესტორების, ისე ტურისტებისთვის. კრიტიკოსები, „ემნისტი ინტერნეიშენალის“ ჩათვლით, მიუთითებენ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე ეგვიპტეში.
XS
SM
MD
LG