Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერობის კანდიდატები საზოგადოების პირისპირ


გორში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მერობის კანდიდატებმა საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ამ შეხვედრაზე ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული პარტიის“ მერობის კანდიდატის კახა ერგემლიძის გარდა ყველა კანდიდატი მივიდა. პროექტს „აირჩიე ქალაქის მერი“ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ახორციელებს. პროექტის მიზანია, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება, არჩევნებში ინფორმირებული და გათვითცნობიერებული ამომრჩეველის მონაწილეობის ზრდით. პროექტი ითვალისწინებს, ამომრჩეველის ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას მერობის კანდიდატების, მათი პროგრამების, ხედვებისა და დამოკიდებულების შესახებ. ფორმატის მიხედვით თითოეულმა კანდიდატმა 5-5 წუთის განმავლობაში საკუთარი პროგრამა წარმოადგინა, შემდეგ კი კითხვა პასუხისთვის თითო წუთი დაეთმოთ.

„მშრომელთა საბჭოს“ გორის მერობის კანდიდატი გიული მუკნიაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია გორელების გაერთიანება ქალაქის აღორძინებისთვის.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არჩილ საბიაშვილი, გორის ციხის ისტორიული უბნის რესტავრაციაზე აკეთებს აქცენტს.

ნინო ბუჯანაძის „ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატი მამუკა ნოზაძე გადაწყვეტილების პროცესში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობდა.

„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ კანდიდატი ვასილ ბუთხუზი ქვეყანაში არასაკმარის სამართლიანობაზე ამახვილებს ყურადღებას.

კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ მთავარი ყურადღება კონკრეტულ ადამიანებს დაეთმობათ.

ერთიანობის დარბაზის კანდიდატი თამაზ მაყაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ გადაჭარბებულ დაპირებებს არ დაუჯერონ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საზოგადოების წარმომადგენლებმა შეფასებები გააკეთეს. გორში დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი ზაზა ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი შეხვედრების გამართვა მოსახლეობის ინფორმირებული არჩევანისთვის აუცილებელია.

ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი მიიჩნევს, რომ როგორც კანდიდატების ისე საზოგადოების მომზადების დონე დაბალია და ეს კითხვა-პასუხშიც კარგად გამოჩნდა.

ახალგაზრდული ორგანიზაცია „დროას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი კატო ქოთოლაშვილი აცხადებს, რომ კანდიდატებისგან კონკრეტული პასუხები ვერ მოისმინა.


პროექტი „აირჩიე ქალაქის მერი“, სხვა თვითმმართველ ქალაქებშიც ხორციელდება, მოგვიანებით ადგილობრივ ტელევიზიებში კანდიდატებს შორის დებატებიც გაიმართება. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID და საერთაშორისო ორგანიზაცია IFES ის მხარდაჭერით ხორციელდება
XS
SM
MD
LG