Accessibility links

logo-print

დღეს გადაწყდება აღდგება თუ არა სასწავლო პროცესი უმცროსკლასელებისთვის


დღეს საღამოს გადაწყდება აღდგება თუ არა სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლების უმცროსკლასელებისთვის და განაახლებენ თუ არა მუშაობას მუნიციპალური საბავშვო ბაღები. ვირუსული მენინგიტის გავრცელების გამო, საქართველოს ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებმა სასწავლო პროცესის შეჩერება 21 მაისს გადაწყვიტეს. 27 მაისამდე პერიოდში საჯარო სკოლების და საბავშვო ბაღების შენობებში სპეციალური სანიტარულ-ჰიგიენური სამუშაოები ჩატარდა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საღამოს 6 საათზე დაგეგმილია შეხვედრა, რომელზეც სპეციალისტები განიხილავენ დაავადების გავრცელების დინამიკას, არსებულ სიტუაციას შეაფასებენ და გადაწყვეტილებას ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მიიღებენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში აღრიცხულია ვირუსული მენინგიტის 306 შემთხვევა. დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ვირუსული მენინგიტის შემთხვევები შემცირებულია.
XS
SM
MD
LG