Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნებია


ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, იმ ფონზე, როცა შარშან სამხედროებმა გადააყენეს ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული ლიდერი. როგორც ვარაუდობენ, გამარჯვებას მოიპოვებს ყოფილი სამხედრო ლიდერი, აბდელ ფატა ალ-სისი, რომელიც ეგვიპტეს რეალურად განაგებს, გასულ ივლისში ისლამისტი მუჰამედ მურსის დამხობის შემდეგ. უსაფრთხოების ძალებმა იატაკქვეშეთში გადასვლა აიძულეს მურსის ორგანიზაციას, მუსლიმთა საძმოს, მისი ასობით წევრის დახოცვის და დაპატიმრების შედეგად. საძმოს ათასზე მეტ წევრს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მომხრეები თვლიან, რომ ალ-სისი შესძლებს ქვეყნის პრობლემების გადაჭრას - მათ შრის ენერგეტიკული კრიზისის და ისლამისტი ექსტრემისტების მხრიდან ძალადობის, რამაც უცხოელი ინვესტორების და ტურისტების გადინება გამოიწვია. მაგრამ კრიტიკოსები, მათ შორის უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი მიუთითებენ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, რომლებიც მუსლიმთა საძმოზე რეპრესიებს ახლდა თან. ეგვიპტეში კენჭისყრა 27 მაისს დასრულდება.
XS
SM
MD
LG