Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის არჩევნებით უკიდურესი შეხედულებების მქონე პარტიებმა გაიმყარეს პოზიციები


გავრცელებული ვარაუდით, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად პოზიციებს იმყარებენ პოლიტიკური სპექტრის როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე უკიდურესი პოზიციების მქონე პარტიები. ეს გააძლიერებს იმ დეპუტატების რაოდენობას, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ უფრო კეთილგანწყობილად აღიქმებიან, ვიდრე მეინსტრიმში მყოფი პოლიტიკური პარტიები. 22-25 მაისს ჩატარებული არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგებით, ამ პარტიებმა შესაძლოა თითქმის გააორმაგონ თავიანთი წარმომადგენლობა ევროპის პარლამენტში. ეგზიტ პოლების შედეგების თანახმად, ულტრამემარჯვენე ან ულტრამემარცხენე პარტიებმა პირველი შედეგი აჩვენეს საფრანგეთში, საბერძნეთში და დანიაში. ამასთან, ვარაუდობენ, რომ მათ კარგი შედეგები ექნებათ ავსტრიასა და ბრიტანეთშიც. არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე საფრანგეთში აღირიცხა, სადაც, როგორც ვარაურობენ, ულტრამემარჯვენე ეროვნული ფრონტი 24 მანდატს მოიპოვებს. 2009 წელს მას პარლამენტში მხოლოდ სამი მანდატი ჰქონდა. ამომრჩევლის აქტივობა 43.1 პროცენტი იყო, რაც ოდნავ აჭარბებს 2009 წელს აღრიცხულ მაჩვენებელს, 43 პროცენტს.
XS
SM
MD
LG