Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმება ასტანაში გაფორმდება


ბელორუსიის, ყაზახეთის და რუსეთის პრეზიდენტები აპირებენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ შეთანხმება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გააფორმონ, 29 მაისს დანიშნულ სამიტზე. კრემლის პრესსამსახურის თანახმად, შეთანხმება 2015 წლის 1 იანვარს ამოქმედდება. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი დაეფუძნება საბაჟო კავშირს, რომელიც ამჟამად აერთიანებს სამ ქვეყანას. კრემლის განცხადების თანახმად, ახალი ეკონომიკური ბლოკი გახდება „დსთ-ში უდიდესი საერთო ბაზარი“. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო და ყაზახეთის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი იმსჯელებენ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის გაერთიანების თაობაზე და ყირგიზეთის გაერთიანებაზე საბაჟო კავშირსა და ეკონომიკურ კავშირში. მოსკოვს ნათქვამი აქვს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის მოდელს დაეფუძნება.
XS
SM
MD
LG