Accessibility links

დონეცკის აეროპორტში ბრძოლა შეჩერდა


გავრცელებული ინფორმაციით, 27 მაისს, დილით დონეცკის საერთაშორისო აეროპორტში შეიარაღებული დაპირისპირება შეჩერდა. უკრაინის სამხედრო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, პრო-რუსულად განწყობილი მეამბოხეების მხარეს დიდი დანაკარგია. მეამბოხეებმა დონეცკის აეროპორტზე იერიში მიიტანეს 26 მაისს, დილით. ამას მოჰყვა შეტევა უკრაინის შეიარაღებული ძალებს მხრიდან, საჰაერო ტექნიკის გამოყენებით. „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ორშაბათს საღამოსთვის ბრძოლის არეალი აეროპორტს გასცდა და მიმდებარე ტერიტორიებიც მოიცვა.
XS
SM
MD
LG