Accessibility links

logo-print

ფრანსუა ოლანდი ევროკავშირს მოუწოდებს ცვლილებისკენ


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ევროკავშირის როლის შემცირების მოწოდებით გამოვიდა. ოლანდის 26 მაისის სატელევიზიო გამოსვლა მოჰყვა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად „ეროვნული ფრონტის“ ლიდერობას საფრანგეთში - პარტიისა, რომელიც იმიგრაციისა და ევროკავშირის წინააღმდეგია. ფრანსუა ოლანდის სოციალისტურმა პარტიამ კი ამ არჩევნებში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. ევროპარლამენტის წლევანდელ არჩევნებში ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში პოზიციები გაიუმჯობესეს რადიკალურად განწყობილმა როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე პარტიებმა, რაც ანალიტიკოსთა შეფასებით, ბრიუსელის მიერ გატარებული საბიუჯეტო მომჭირნეობის პოლიტიკის, უმუშევრობის ზრდისა და იმიგრაციის გამო მოსახლეობის უკმაყოფილების შედეგია. ფრანსუა ოლანდმა ორშაბათს განაცხადა, რომ ევროკავშირი მისი ბევრი მოქალაქისთვის გახდა „დისტანცირებული და გაუგებარი“. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 27 მაისს ის ევროკავშირის ლიდერებს განუცხადებს, რომ საჭიროა ყურადღების გამახვილება არა მომჭირნეობაზე, არამედ ზრდაზე, სამუშაო ადგილებსა და ინვესტირებაზე.
XS
SM
MD
LG