Accessibility links

logo-print

პოროშენკო - "ბოლოს და ბოლოს გვაქვს ქვეყნის გაერთიანების შესაძლებლობა"


„ადრე არჩევნები ანაწევრებდა უკრაინას. ბოლოს და ბოლოს გვაქვს ქვეყნის გაერთიანების შესაძლებლობა“, - სატელეფონო საუბრისას განუცხადა პეტრო პოროშენკომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპესა და ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუს. სააგენტო „უნიანს“ პოროშენკოს პრეს-სამსახურში განუცხადეს, რომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა უკრაინის ხალხს მიულოცეს პატიოსანი, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება. პოროშენკოს კი - პირველივე ტურში მაღალი შედეგის მიღება. თავის მხრივ, პოროშენკომ უკრაინის ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა ევროპელ მაღალჩინოსნებს უკრაინელთა ევროინტეგრაციული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უკრაინის მოქალაქეებმა აჩვენეს ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის მაღალი დონე. ამის დასტური, პოროშენკოს აზრით, ამომრჩეველთა 60%-ზე მაღალი აქტიურობა იყო.
XS
SM
MD
LG