Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიის სამხედრო მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ იცის გატაცებული გოგოების ადგილსამყოფელი


ნიგერიის სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ იცის სად იმყოფებიან გასულ თვეში „ბოკო ჰარამის“ მიერ გატაცებული გოგოები. ალექს ბადეჰმა აღნიშნა, რომ ნიგერიის ჯარი არ გამოიყენებს ძალას გატაცებული სკოლის მოსწავლეების დასახსნელად. ეს ინფორმაცია ნიგერიის სახელმწიფო მედიამ ორშაბათს გაავრცელა. „ნურავინ იტყვის, რომ ნიგერიელმა სამხედროებმა არ იციან რას აკეთებენ; ჩვენ არ შეგვიძლია დავხოცოთ გოგოები მათი დაბრუნების მცდელობის გამო“, - განუცხადებია ნიგერიის სამხედრო მაღალჩინოსანს. ალექს ბადეჰმა გატაცებული გოგოების მშობლებსაც მიმართა: „ვიცით, ისინი სადაც იმყოფებიან, მაგრამ სამხედრო საიდუმლოს ვერ გაგიმხელთ. თავი დაგვანებეთ. ვმუშაობთ მათი დაბრუნებისთვის“. ამ ინფორმაციის კომენტირებისას პენტაგონის წარმომადგენელმა ადმირალმა ჯონ კირბიმ „სი-ენ-ენს“ განუცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას არ შეუძლია მისი დადასტურება. სკოლის მოსწავლე 200-ზე მეტი გოგო ჩრდილოეთ ნიგერიაში გასულ თვეში გაიტაცა „ბოკო ჰარამმა“.
XS
SM
MD
LG