Accessibility links

logo-print

საქართველოს უახლოეს დღეებში ეწვევიან „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლები


სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების, „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლები საქართველოს უახლოეს დღეებში ეწვევიან და ქართველ სპეციალისტებთან ერთად საექსპორტო პროდუქციის ფიტოსანიტარიულ კონტროლს ჩაატარებენ. ეს პროცედურა პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებებში ჩატვირთვამდე განხორციელდება. რუსეთში პროდუქციის გატანის მსურველმა ქართველმა მეწარმეებმა სააგენტოში სათანადო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ.
XS
SM
MD
LG