Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკში ბრძოლებს ათეულობით სეპარატისტი ემსხვერპლა


პრორუსული სეპარატისტების ინფორმაციით, მათი ათეულობით შეიარაღებული მომხრე დაიხოცა დონეცკში ბრძოლის დროს უკრაინის სამთავრობო ძალებთან. 26 მაისის ბრძოლების დროს მთავრობის ჯარმა გამოიყენა საბრძოლო თვითმფრინავები და შვეულმფრენები. შეტაკება მოჰყვა სეპარატისტული ძალების მიერ აეროპორტის დაკავებას. ეს დონეცკში ბრძოლების პირველი შემთხვევა იყო ორი თვის წინ უკრაინის აღმოსავლეთში არეულობის დაწყებიდან. სეპარატისტების წარმომადგენელმა, რომელმაც არ გაამხილა ვინაობა, განაცხადა, რომ 30-დან 35-მდე მებრძოლი დახოცეს 24 საათიანი ბრძოლის დროს. დონეცკის თვითგამოცხადებული, „სახალხო გუბერნატორის“, პაველ გუბაროვის თქმით, მთავრობის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა ავტომანქანას, რომელსაც დაჭრილები გადაჰყავდა და 35 პირი მოკლა. 15 მებრძოლი დაშავდა. არ არის ცხადი, ეს ორი ცნობა ერთ ინციდენტს ეხება, თუ ორ სხვადასხვას.
XS
SM
MD
LG