Accessibility links

logo-print

მაცხოვრის შობის ტაძარში, ბეთლემში ცეცხლი გაჩნდა


ბეთლემში, მაცხოვრის შობის ეკლესიაში 27 მაისს ცეცხლი გაჩნდა სულ რამდენიმე საათის მერე მას შემდეგ, რაც რომის პაპი ფრანცისკემ დაასრულა თავისი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში და ეს ტაძარიც მოინახულა. ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ფალტასმა გამორიცხა განზრახ ხანძრის გაჩენა. მისი თქმით, სანთლის ჩამოვარდნამ გამოიწვია ცეცხლის სხვა საგნებზე გადასვლა, რასაც მცირე ზარალი მოჰყვა. შობის ტაძარი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ბეთლემში მდებარეობს. ის აგებულია იმ ადგილას, სადაც ქრისტიანული რწმენით, იესო იშვა. ტაძარი რომის იმპერატორის, კონსტანტინეს მიერაა აგებული.
XS
SM
MD
LG