Accessibility links

logo-print

ბაღდადის ცენტრში თვითმკვლელმა 20 ადამიანი დახოცა


ერაყის ოფიციალური ცნობით, ბაღდადის ცენტრში, შიიტურ მეჩეთზე თავდასხმისას 13 ადამიანი დაიხოცა. თავდასხმისას, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო, დაშავდა 26 პირი. ცნობით, თვითმკვლელმა თავი აიფეთქა ქალაქის შორიჯას უბანში არსებული მეჩეთის შესასვლელში. ერაყში სუნიტი მეამბოხეების სამიზნეს წარმოადგენენ შიიტები. გასულ წელს ძალადობამ უმაღლეს დონეს მიაღწია 2008 წლის შემდეგ. 2013 წელს, გაეროს მონაცემებით, 8900 ადამიანი მოკლეს.
XS
SM
MD
LG