Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამას ომის შემდეგ ავღანეთში 9800 ჯარისკაცის დატოვება სურს


აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურ წარმომადგენლის თანახმად, ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ესწრაფვის, ავღანეთში ომის დასრულების შემდეგ 2015 წლის დასაწყისისთვის იქ იყოლიოს აშშ-ის 9800 ჯარისკაცი, ნატოს ძალებთან ერთად. 2015 წლის ბოლოს ეს რიცხვი განახევრდება და დარჩენილი სამხედრო ნაწილები ქაბულის გარშემო და ბაგრამის საჰაერო ბაზაზე დაიდებენ ბინას. ამავე ცნობით, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ 2016 წლის ბოლოსთვის ავღანეთში ათასზე ნაკლები სამხედრო იყოლიოს. ჯარების დარჩენა 2014 წლის შემდეგ მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქაბული ვაშინგტონთან უსაფრთხოების ორმხრივ ხელშეკრულებას გააფორმებს. ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების წამყვანი კანდიდატების პირობით, ისინი, თუ პრეზიდენტად იქნებოდნენ არჩეული, ხელს მოაწერდნენ დოკუმენტს. ახლა მოქმედმა პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ, რომელსაც ვადა გასდის, არ ისურვა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. ჯარების შესახებ ცნობები გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტის ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტს შემდეგ.
XS
SM
MD
LG