Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თავისი ოჯახის წევრებმა 25 წლის ქალი ჩაქოლეს


პაკისტანში სასიკვდილოდ ჩაქოლეს 25 წლის ქალი თავისი ოჯახის წევრებმა იმისთვის, რომ სიყვარულით დაქორწინდა. პოლიციის ცნობით, ქალის ოჯახის 20 წევრი, მათ შორის მამამისი, თავს დაესხნენ მას და მის ქმარს და აგურები დააყარეს. ინციდენტი სასამართლოს შენობის წინ მოხდა, 27 მაისს ლაჰორში. 25 წლის ქალი დანიშნული იყო თავის ბიძაშვილზე და ცოლად გაჰყვა სხვას, რაც მის ოჯახს არ სურდა. ადვოკატის თქმით, მამამ შვილის ქმრის მიმართ საჩივარი შეიტანა სასამართლოში, რომ ქალიშვილი მოსტაცა. წყვილი ბრალდებას უარყოფდა.
XS
SM
MD
LG