Accessibility links

logo-print

ირანში სასამართლოში დაიბარეს ფეისბუკის ხელმძღვანელი


ირანის სამხრეთში, მოსამართლემ სოციალური ქსელის, ფეისბუკის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი სასამართლოში გამოიძახა. ისნას სააგენტოს თანახმად, ცუკერბერგი იძებნება, რათა უპასუხოს მომჩივნებს, რომლებიც თვლიან, რომ ფეისბუკის აპლიკაციები, ინტაგრამი და უოტსაპი მათი პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას ხელჰყოფს. ერთობ ძნელი სავარაუდოა, რომ ცუკერბერგი სასამართლოში გამოცხადდება. ცნობით, სასამართლომ ასევე დააგინა ამ ორი აპლიკაციის დაბლოკვა. თუმცა დასავლეთის სააგენტოების თანახმად, 27 მაისს თეირანში ორივე აპლიკაცია ხელმისაწვდომი იყო. ფეისბუკი, ისევე როგორც ტუიტერი და იუტიუბი, ირანში აკრძალულია, მაგრამ მათ მოხმარებას ირანის მოქალაქეების მაინც ახერხებენ. აქტიური მომხმარებელია ტვიტერისა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მუჰამად ჯავად ზარიფი.
XS
SM
MD
LG