Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანქვაბი მზადაა დაითხოვოს მთავრობა


თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი დათანხმდა ოპოზიციის მოთხოვნას დე-ფაქტო მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციები აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანზე, ნუგზარ აშუბაზე დაყრდნობით ვრცელდება. მანამდე ანქვაბი იძულებული გახდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრა დაეტოვებინა, რადგან ოპოზიციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი მის ადმინისტრაციაში შეიჭრა. დემონსტრანტები ალექსანდრ ანქვაბს უმოქმედობაში, ავტორიტარიზმსა და ეკონომიკური სტაგნაციაში ადანაშაულებენ. ანქვაბმა თანხმობა განაცხადა მთავრობის, გენერალური პროკურორისა და აფხაზეთის ორი რაიონის ხელმძღვანელის გადაყენებასთან დაკავშირებით. „თუმცა, ოპოზიცია უფრო მეტს ითხოვს: პრეზიდენტის გადადგომას", – განაცხადა დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ აშუბამ. მისივე თქმით, ყველანაირი ზომის მიღება მიმდინარეობს იმისთვის, რომ ვითარება მშვიდობიანი გზით განიმუხტოს.
XS
SM
MD
LG