Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ ავღანეთში ჯარის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო


აშშ-ის პრეზიდენტმა 27 მაისს გამოაცხადა, რომ იგი ესწრაფვის ავღანეთში 2014 წლის შემდეგ 9800 ჯარისკაცის დატოვებას. მანამდე ამის თაობაზე ინფორმაცია თეთრი სახლის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა. „მომავალი წლიდან დაწყებული, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ბოლომდე პასუხიმგებელი ავღანელები იქნებიან. ამერიკის სამხედრო პერსონალი კი მრჩევლის როლს შეასრულებს“, - განაცხადა ობამამ. კერძოდ, ამერიკელი სამხედროები ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს ალ ყაიდის წინააღდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის წარმართვაში დაეხმარებიან. ამერიკის სამხედრო კონტინგენტი 2015 წლის ბოლოსათვის ავღანეთში განახევრდება, 2016 წელს კი, როგორც თეთრი სახლი იმედოვნებს, იქ ამერიკელი ჯარისკაცების უმნიშვნელო რაოდენობა დარჩება. თუმცა, ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში იმსახურებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქაბული უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერს ხელს.
XS
SM
MD
LG