Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება იმსჯელებს პოლიტიკურ კრიზისზე


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი 28 მაისს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აპირებს პოლიტიკური ვითარების განხილვას. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ ანქვაბის ადმინისტრაციაში განუცხადეს. იმავე წყაროს თანახმად, სამშაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრილი ოპოზიციის წარმომადგენლების გაყრა იარაღის გამოყენების გარეშე მოხერხდა. დაშავებულები არ არიან. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ მერაბ ქიშმარიას „ინტერფაქსისთვის“ განუცხადებია, რომ არმია ვითარებაში არ ერევა და რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გრძელდება.
XS
SM
MD
LG