Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა ილაპარაკებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე


28 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში გამოვა ვრცელი სიტყვით, რომელიც ავღანეთიდან კოალიციის ძალების გამოყვანის შემდგომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკას შეეხება. მოელიან, რომ აშშ-ის ელიტარული სამხედრო აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე ობამა ილაპარაკებს აშშ-ის პოზიციაზე ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ, კონფლიქტზე სირიაში, რუსეთისა და უკრაინის მიმართ დამოკიდებულებაზე. სამშაბათს ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ 2014 წლის შემდეგ ავღანეთში დარჩება 9800 ამერიკელი ჯარისკაცი და რომ ჯარის სრულად გამოყვანა დასრულდება 2016 წლის ბოლოს.
XS
SM
MD
LG