Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ძალოვანმა უწყებებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება


„აფსნიპრესი“ ავრცელებს დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების ერთობლივ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია: „აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები გამოვხატავთ შეშფოთებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო. ძალოვანი უწყებები პოლიტიკის მიღმა არიან, თუმცა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ბრძოლის არაკონსტიტუციური მეთოდები, რომლებსაც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისკენ მივყავართ. მისმა ესკალაციამ, შესაძლოა, კატასტროფულ შედეგემაბდე მიიყვანოს სახელმწიფო. დაბეჯითებით მოვუწოდებთ ყველა ძალას აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის ჩარჩოებში მოქმედებისკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ აფხაზეთის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს“, - აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია, შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ ხეცია, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ასლან ბჟანია, საბჭოს სპეცდანიშნულების ცენტრის ხელმძღვანელი რაულ ლოლუა.
XS
SM
MD
LG