Accessibility links

დონეცკის რკინიგზაზე აფეთქება მოხდა


დონეცკის ოლქის რკინიგზის ერთი მონაკვეთი ააფეთქეს, მეორე კი დანაღმეს. ეს ინფორმაცია ინტერნეტ-გამოცემა „ოსტროვს“ უკრაინის შსს-დან მიაწოდეს. აფეთქება მოხდა „როია-გორლოვკის“ მონაკვეთის მე-17 კილომეტრზე. არავინ დაშავებულა. მატარებლების მოძრაობა აღდგენილია. მილიციას უცნობმა პირმა შეატყობინა სადგურ „ელენოვკასთან“ რკინიგზის დანაღმვის შესახებ. ასაფეთქებელი მოწყობილობები გაუვნებელყოფილია. სააგენტო „უნიანის“ ცნობით, უკრაინის აღმოსავლეთში, მათ შორის - დონეცკში, გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია.
XS
SM
MD
LG