Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები ერთი დღით გაგრძელდა


ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთი დღით გაგრძელდა. ეგვიპტის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის თანახმად, არჩევნების მესამე დღეს გაგრძელებით მეტ ამომრჩეველს მიეცემა ხმის მიცემის საშუალება. არჩევნებში მკაფიოდ გამოკვეთილი ლიდერია ეგვიპტის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი - აბდელ ფატაჰ ალ-სისი, რომელმაც ერთი წლის წინ პრეზიდენტი მოჰამედ მურსი ჩამოაცილა პრეზიდენტის პოსტს. სისის მომხრეებს ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობის იმედი ჰქონდათ.
XS
SM
MD
LG