Accessibility links

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ პოლიტიკური პრიორიტეტების გადახედვაზე


ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ პოლიტიკური პრიორიტეტების გადახედვაზე. ევროპრლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ უკიდურესი პოზიციების მქონე პარტიების მიმართ მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა, რომ პოლიტიკოსებს „ამომრჩეველმა გაუგზავნა ძლიერი შეტყობინება“. 27 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაოფიციალური სამიტის შემდეგ ჰერმან ვან რუმპემ აღნიშნა, რომ ახლა, როცა ევროპა ეკონომიკური კრიზისიდან გამოდის, საჭიროა ეკონომიკის ზრდაზე, დასაქმებასა და კონკურენციაზე დაფუძნებული დღის წესრიგის შექმნა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ევროპამ დასკვნები უნდა გამოიტანოს მისი ქვეყნის არჩევნებიდან. საფრანგეთში ოთხიდან ერთმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა ულტრა-მემარჯვენე „ეროვნულ ფრონტს“. მთელ ევროპაში შეინიშნებოდა რადიკალური მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების მიმართ მხარდაჭერის ზრდა, რაც ანალიტიკოსთა აზრით, ბრიუსელის მიერ განსაზღვრული საბიუჯეტო მომჭირნეობის პოლიტიკის, მასობრივი უმუშევრობისა და იმიგრაციის მიმართ გაღიზიანებას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG